ირაკლი ჩიქოვანი - ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანისა და ტვირთის ჩამოტანისთვის განახორციელონ ფრენები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი მოთხოვნისთანავე იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან საქართველოს მოქალქეების საქართველოში ჩამოყვანისა და ტვირთის ჩამოტანის მიზნით განახორციელონ ფრენები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იურიდული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან, გამოყონ სასტუმრო ან განთავსების სხვა ფართები ყველა თანმდევი სერვისით.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი მოთხოვნისთანავე იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან საქართველოს მოქალქეების საქართველოში ჩამოყვანისა და ტვირთის ჩამოტანის მიზნით განახორციელონ ფრენები, უზრუნველყონ შესაბამისი პირებისა და ტვირთების გადაყვანა გადაზიდვა საკარანტინო ზონებსა და დანიშნულების ადგილებში, გამოყონ სასტუმრო და განთავსების სხვა მსგავსი საშუალებები ყველა თანმდევი სერვისით სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან ასევე საჯარო სერვისებთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

„საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები: ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები. ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი. ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. დგინდება ნიტარიუსის საქმიანობის განსხვავებული წესები, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა