ირაკლი ჩიქოვანი იმ ობიექტებს ასახელებს, სადაც 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმ ობიექტებს ასახელებს, სადაც დასაშვებია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. მისი განცხადებით, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის თაობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ტრანსპორტზე, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებზე, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებზე. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, საქმიანობის შეჩერება არ ეხება გარკვეულ ობიექტებს, მათ შორის სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, აგრო-ქიმიკატების სათესლე-სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას.

„10 - ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო. ასევე, 10 - ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში. თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. გარდა ამისა, საქმიანობის შეჩერება არ ეხება: სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდების და აგრო-ქიმიკატების სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას; საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია დასაშვებია, თუ საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე. ეს შეზღდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს. ასევე გარკვეული დაშვებებია გაკეთებული რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის მიტანით ან სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს