ავტომობილის მძღოლებს, რომლებიც ბოლნისსა და მარნეულში სურსათის და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს შეიტანენ, სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ, მანქანებს კი სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ

ავტომობილის მძღოლებს, რომლებიც საკარანტინე ზონებში - ბოლნისსა და მარნეულში სურსათის და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს შეიტანენ სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ, მანქანებს კი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე კონკრეტულად საკარანტინე ზონებში სურსათის და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს.

„იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს მომარაგების შეფერხება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვები ისმებოდა კონკრეტულად საკარანტინო ზონაში მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო თუ სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ოპერატორის მუშაობის თემასთან დაკავშირებით.

სურსათის მიწოდების ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას. დამატებითი მოთხოვნები, გაიდლაინები და რეკომენდაციები არსებობს საკარანტინე ზონაში სურსათის ოპერატორებთან დაკაშირებით, სადაც რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებული იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ საკარანტინე ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი ერთი მხრივ სურსათთან და მეორე მხრივ, პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან პროდუქციას, რომელიც მოსახლეობისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმ უწყებებთან, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და ასევე მძღოლების მოძრაობა. მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, ხდება მანქანების სპეციალური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ დაავადების გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტროში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური შტაბიც.

„24-საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. სამინისტროში არსებობს სპეციალური მინი შტაბი კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მმართულებით კოორდინაციისთვის. ვართ კავშირზე ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან იმისთვის, რომ მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია შეფერხების გარეშე შესრულდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო