ნათია თურნავას განცხადებით, როცა კარანტინის პერიოდი დასრულდება, ყველა იმ სასტუმროს დეზინფენქცია მოხდება, რომლებსაც ახლა კარანტინისთვის იყენებენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როდესაც კარანტინის პერიოდი დასრულდება, ყველა იმ სასტუმროს სრული დეზინფენქცია მოხდება, რომლებსაც ახლა კარანტინისთვის იყენებენ.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ სასტუმროებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

“დაახლოებით 50-მდე სასტუმროა დღეს ჩართული ამ პროგრამაში და ეს მაჩვენებელი იზრდება და იცვლება. ეს ხდება სასტუმროებთან ურთიერთშეთანხმებით, ძალიან კარგად გვეთანამშრომლებიან და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ კიდევ ერთხელ. ყველა წესი არის მკაცრად დაცული, ხდება ხშირი დეზინფექცია და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც დასრულდება კარანტინის პირიოდი, ამ სასტუმროების სრული დეზინფექცია მოხდება. აქედან გამომდინარე, აქ რისკი დასნეულების არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ის, რომ ჩვეულ რეჟიმში დაგვეტოვებინა ეს სასტუმროები ფუნქციონირებაში იმიტომ, რომ დაკვირვებაა ყოველდღიური იმ ადამიანებზე, ვინც გადის კარანტინს. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა ჯანმრთელია და შემდეგ ჩვეულებრივად ტოვებენ სასტუმროებს”, - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა