ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მათი დახმარებაა, ვინც კორონავირუსის უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე, სამუშაოს დაკარგავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილს დაკარგავენ.

მინისტრის განმარტებით, ამ პროგრამის კიდევ ერთი მთავარი მიზანი იმ ბიზნესების დახმარება იქნება, ვინც სანაცვლოდ დასაქმებულთა შენარჩუნებას შეძლებენ.

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოვწეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე. ჩვენი მთავარი ობიექტია ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვერ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და დაკარგავენ მას, რადგან, რა თქმა უნდა, გაუჭირდა კერძო სექტორს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გადასახადების სხვადასხვა წნეხი შევამციროთ, მაგრამ იმდენად დიდი და გლობალური ეკონომიკური კრიზისია ეს ზოგადად მსოფლიოში და საქართველო არის მსოფლიოს ნაწილი, რომ იქნება რაღაც ნაწილი ადამიანების, ვინც დაკარგავს სწორედ კორონავირუსის ნეგატური ზემოქმედების შედეგად, სამუშაო ადგილს. მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან. ჩვენ ვმუშაობთ და ალბათ, ამ დღეებში ცნობილი გახდება საჯაროდ ეს პროგრამა. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი დახმარების და გვერდში დგომის ობიექტი არის ის ბიზნესები, რომლებიც შეინარჩუნებენ ამ დახმარების შედეგად სამუშაო ადგილებს და მეორე მიმართულება არის იმ ადამიანებსა და ფიზიკურ პირებზე, ვინც მიუხედავად ამ მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაოს. ეს ორი მიმართულება იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა