ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ავსტრიის 2 მოქალაქე იყო, რომელიც გუშინ სპეცრეისით ავსტრიის სახელმწიფომ საკუთარ ქვეყანაში გადაიყვანა

ინფიცირების 67 დადასტურებული შემთხვევიდან ავსტრიის 2 მოქალაქეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ორივე უცხოელი გუშინ ღამე სპეცრეისით დაბრუნდა ავსტრიაში.

„დღეის მდგომარეობით ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა, უბრალოდ გამოვლენილი შემთხვევებიდან ორი იყო ავსტრიის მოქალაქე. გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და განხორციელდა მათი გადაყვანა. აქედან გამომდინარე, ჩვენთან საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირებულია ინფიცირების 65 შემთხვევა, რომელთაგან 9 არის გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე სტაციონარებში გვყავს covid 19-ით ინფიცირებული 56 პაციენტი, რომლებზეც წარმატებით ზრუნავენ ჩვენი ექიმები,” – განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა