ეკატერინე ტიკარაძე - შექმნილი ვითარების გამო, გეგმური ოპერაციები გადავადდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, გეგმური ოპერაციები გადავადდება.

ამის შესახებ მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4-თვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება, მაგრამ არა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციების, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ ის მუნიციპალიტეტებიც დაასახელა, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები იმყოფებიან.

„ამ ეტაპისთვის ინფიცირებული ადამიანები გვყავს მარნეულში, ძირითადი მასა მოთავსებულია თბილისში, ასევე გვყავს გორის ჰოსპიტალში, ასევე არიან საჩხერის საავადმყოფოში და იმყოფებიან ბათუმში, ერთი პაციენტი არის ქუთაისის კლინიკაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა