ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სწრაფი ტესტების გამოყენებას კომერციული მიზნით სახელმწიფო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტების გამოყენებას კომერციული მიზნით სახელმწიფო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვყიდულობთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტესტებს, რომლებიც ეტაპობრივად, 4 ეტაპად შემოვა საქართველოში.ეს არის სახელმწიფო შესყიდვები. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს ტესტები უნდა იყოს გამოყენებული კომერციული მიზნით. თუმცა, რა თქმა უნდა, გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, დღესდღეობით ჩართულია სხვადასხვა ლაბორატორია იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიული სეგმენტი გავშალოთ. მაგრამ ამ ეტაპზე მისი კომერციალიზაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად," - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა