პაატა იმნაძე - კლინიკებში დაინფიცირებული ექიმები არ გვყავს, ამ საკითხისადმი ყურადღება გამახვილებული გვაქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულია.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"კლინიკებში დაინფიცირებული არ გვყოლია, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია ამ საკითხისადმი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩინეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებლი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო," - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება სხვადასხვა წარმოების შავი ფერის პირადეებთან დასმულ კითხვას, რამდენად ეფექტურია ე.წ. შავი პირბადეები, იმნაძის განცხადებით, მთავარია მან თავისი ფუნქცია შეასრულოს.

"მე რამდენაცად ვიცი "ბალენსიაგამაც" გამოუშვა პიბადეები. ზოგს ერთი ბრენდი მოსწონს, ზოგს მეორე, მთავარია თავისი ფუნქცია შეასრულოს,"- განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: პაატა იმნაძის ინფორმაციით, კლინიკებში დაინფიცირებული ექიმები არ არიან

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს