ნათია თურნავა - უპასუხისმგებლო იქნება მტკიცება, რომ ჩვენ შევძლებთ მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ - ჩვენ ამას ვერ შევძლებდით და ბუნებრივია, ლარიც აყვა ამ საერთო დინამიკას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ზრუნავს და მომავალშიც იზრუნებს იმაზე, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე შერბილებული იყოს.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო ლარი სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურების დინამიკას აყვა.

„გლობალური ეკონომიკური კრიზისია იმიტომ, რომ გლობალური გამოწვევაა კორონავირუსი. პირველი ამ ვითარებამ ეკონომიკას დაარტყა. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში და ბევრი სხვა ქვეყანაც რომ ავიღოთ, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება და უპასუხისმგებლოც იმის მტკიცება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ ამას ვერ შევძლებდით და ბუნებრივია, ლარიც აყვა ამ საერთო დინამიკას და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება გაუფასურება სხვადასხვა ეროვნული ვალუტების, რადგან შეწყდა ვაჭრობა, ტურიზმი, არანორმალური ვითარებაა, ეს აისახა ლარის კურსზეც. რაც ჩვენ შეგვიძლია და ვაკეთებთ, ეს არის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შერბილება. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ჩვენ შევარჩიეთ 9 სხვადასხვა დასახელების სასურსათო საქონელი, რომლის ფასების ზრდა გადაზღვეული გვაქვს და არ ხდება. ამას ჩვენ ვამონიტორინგებთ. ლარის გაუფასურება არ აისახება ამ საქონელზე და მის ფასებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ეს ჩამონათვალი გავზარდოთ 100-ზე და 200 დასახელებაზე, რადგან ეს სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ შევარჩიეთ 9 პირველადი მნიშვნელობის სასურსათო საქონელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს სასურსათო კალათაში და მათი ფასები არ გაიზრდება",- განაცხადა თურნავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა