პაატა იმნაძე - კერძო ლაბორატორიამ კორონავირუსით ინფიცირების 1 თუ 2 შემთხვევა გამოავლინა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდა

კერძო ლაბორატორიამ კორონავირუსით ინფიცირების ერთი თუ ორი შემთხვევა გამოავლინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ კერძო ლაბორატორიის ფუნქციონირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უწყობს ხელს, რადგან მათ მიერ ტესტირება მიღებული სტანდარტის დაცვით ხორციელდება.

„აქ საუბარია იმ ლაბორატორიაზე, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ხელს ვუწყობთ, რომ იფუნქციონიროს. ისინი აკეთებენ იგივე მოლეკულურ ტესტირებას, რაც მიღებულია „ოქროს სტანდარტად“. მათ მიერ აღმოჩენილი იყო კორონავირუსით ინფიცირების 1 თუ 2 შემთხვევა, თუმცა ეს შემთხვევები გადამოწმებულ იქნა ჩვენთან, ლუგარის ლაბორატორიაში,“ - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა