კახა კალაძე - დედაქალაქის მასშტაბით დაწყებული ყველა პროექტი დაანონსებული ვადების ფარგლებში გაგრძელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით დაწყებული ყველა პროექტი დაანონსებული ვადების ფარგლებში გაგრძელდება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პროექტი არ შეფერხდეს.

„ამ ეტაზე ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბითაა, როგორც მსხვილი, ასევე გამგეობების დონეზე დაწყებული, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტების შეჩერება, შეფერხება არ მოხდეს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა