რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მარნეულიდან გადაყვანილ პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს,  კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მარნეულიდან მათ კლინიკაში გუშინ გადაყვანილ პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, აღნიშნული პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„დღეისათვის რესპუბლიკური საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 47 პაციენტია. მათგან ერთი გუშინ გამთენიისას მარნეულიდან გადმოიყვანეს. ის ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტს დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, თირკმლის უკმარისობა რიგი თანმხლები დაავადებებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. გუშინვე გაკეთდა ტესტირება, რადგან ის მარნეულიდან იყო და ამან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსზე პასუხი ნეგატიურია.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დღეს რამდენიმე მათგანი გაეწერება. ჩვენთან მოგეხსენებათ, პაციენტების მოძრაობა საკმაოდ ინტენსიურად ხდება“, - განაცხადა გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: მარნეულიდან რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა