დავით ბაქრაძე - გადასახადების, ზედმეტი ხარჯების შემცირება და საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი ის აუცილებელი საფუძველია, რომლის გარეშეც ლარი ვერანაირად ვერ გამყარდება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების პერიოდული გაყიდვა საკმარისი არ არის. მისი განმარტებით, ლარის გამყარებისთვის გადასახადების შემცირება პირველი და აუცილებელი ნაბიჯია.

ამასთან, ბაქრაძეს მიაჩნია, რომ საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი აუცილებელია.

„მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, ლარის გაუფასურება და ეკონომიკის ჩამოშლა მთავარი პრობლემებია, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებას ემუქრება. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების პერიოდული გაყიდვა საკმარისი არ არის. პირველ რიგში, ამ პროცესის შეჩერებას ქვეყნის შიგნით რადიკალური ეკონომიკური ნაბიჯები სჭირდება და ეს არის გადასახადების შემცირება. რაც უფრო მეტ თანხას ჩავტოვებთ ეკონომიკაში, რაც უფრო მეტ საბრუნავ თანხას დავუტოვებთ ბიზნესს და მეტ თანხას ჩავტოვებთ ადამიანების ჯიბეში, მით უფრო მყარი იქნება ლარი და უფრო ადვილად გადავიტანთ ეკონომიკურ კრიზისს. ამიტომ, გადასახადების შემცირება პირველი და აუცილებელი ნაბიჯია ლარის გამყარებისკენ. გარდა ამისა, საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი აუცილებელია“,-განაცხადა ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, რადიკალურად უნდა შემცირდეს ყველა ის ხარჯი, რომელიც დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობას არ წარმოადგენს და რომელსაც დღევანდელ სიტუაციაში არანაირი რეალური დატვირთვა არ აქვს.

„ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ რაიმე იხარჯება ქვეყანაში დღეს, დაიხარჯოს მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებებზე, ჯანდაცვაზე, ადამიანების სოციალურ დახმარებაზე, ხოლო დანარჩენი თანხების ეკონომიის ხარჯზე დავიჭიროთ საბიუჯეტო დეფიციტი, რადგან თუ საბიუჯეტო დეფიციტი კონტროლირებად ფარგლებს გასცდება, ეს კიდევ უფრო გააუფასურებს ლარს. ამიტომ, გადასახადების შემცირება, ზედმეტი ხარჯების შემცირება და საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი ის აუცილებელი საფუძველია, რომლის გარეშეც ლარი ვერანაირად ვერ გამყარდება და ეკონომიკას ამ კრიზისიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს