თბილისში ამაღამ გაჩერებების და მეტროს შესასვლელების დეზინფექცია დაიწყება

თბილისის მერის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ბრძოლის პრევენციისათვის, თბილისში დღეს ღამე დაიწყება იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები და მეტროს შესასვლელები.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

დედაქალაქის მერის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოების პროექტი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო ყოველ დღე მუშავდება სპეციალური ხსნარებით. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოკლას ის ბაქტერია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს პრეპარატი ჯანმრთლობისთვის საშიში არ არის, ამიტომ არავის შეეშინდეს“, - განაცხადა კალძემ.

თბილსის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დარჩნენ სახლში.

„გუშინ ჩვენ, რაც ვხილეთ ძალიან საგანგაშო და ცუდი იყო. მაგალითად, რაც ხდებოდა კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე . ეს ძალიან საშიშია, შესაბამისად, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ პირველი საფრთხე, სადაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს. გავიმეორებ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. აქ მთავარია კონსოლიდაცია, ადამიანების თვითშეგნება და ამ ბრძოლაში ადამიანების მხარდაჭერა. ყოველდღე ვებრძვით, ადამიანებს მოვუწოდებთ,რომ სახლში დარჩნენ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი ექიმები იძლევიან. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჩემი, თქვენი და ზოგადად, ყველას ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა