პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განხილული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები.

აღინიშნა, რომ ვინაიდან არსებობს ალბათობა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოსაც ვერ გაგრძელდეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად აკონტროლებენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მუნიციპალიტეტების საკვებით თუ ფარმაცევტული პროდუქციით მომარაგების კუთხით შეფერხებები არ არსებობს.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტიდან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ორმა საქართველო ავსტრიის მიერ დანიშნული სპეციალური რეისით გვიან ღამით დატოვა, 9 პაციენტი ამ ეტაპზე გაწერილია, ხოლო მკურნალობას განაგრძობს - 56 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 4 პაციენტი. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს