„თიბისის“ ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

„თიბისის“ ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, „თიბისის“ ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „თიბისის“ ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.

„მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი თიბისი ბიზნესისთვის ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა.

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.tbcbusiness.ge.

ბიზნესტრენინგები თიბისის ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ამ დრომდე თიბისის ბიზნესტრენინგი სხვადასხვა ბიზნესის 28 000-მა წარმომადგენელმა გაიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა