სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 26 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 26 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომაპნია „თელასიდან“ აცნობეს, ისნის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, გალავნის, ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის და გოლოვნის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, სოფელი ზურგოვანის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და ნუკრი გერგედავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ამავე მიზეზით, გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო