გიგი წერეთელი - კორონავირუსის ტესტირებაზე ყველა ლაპარაკობს, თუმცა, ჯერ განცხადებული ფართო პროცესი არ ჩანს

კორონავირუსის ტესტირებაზე ყველა ლაპარაკობს, თუმცა, ჯერ, განცხადებული ფართო პროცესი არ ჩანს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებულ საკითხს.

გიგი წერეთელის თქმით, იმედია ხელისუფლება მალე შემოიტანს სწრაფ ტესტებს და გამოიკვლევენ რეგიონის მოსახლეობას, უპირველეს ყოვლისა რისკ-ჯგუფებს.

"მარნეულის შემთხვევამ დაგვანახა კონკრეტულ ვითარებაში, კლინიკაში, დროული ტესტირების და შესაბამისი გაიდლაინის(სახელმძღვანელოს) ცოდნის აუცილებლობა. იმედია, დღეს-ხვალ შემოტანილი ტესტებით აქტიურად გამოიკვლევენ რეგიონის მოსახლეობას, უპირველეს ყოვლისა რისკ- ჯგუფებს.. აქვე ვიტყვი, რომ ზოგადად, სათანადო აღჭურვასთან ერთად, სამედიცინო პერსონალი, ასევე ის სამსახურები, ვინც ხვდება პოტენციურ ვირუსმატარებლებს, ან ხალხთან არიან ხშირ კონტაქტში- პოლიცია, ჯარი,მომუშავე მაღაზიების, აფთიაქების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურე პერსონალი.. პირველ რიგში უნდა შემოწმდნენ სწრაფი ტესტებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსიმპტომო ან სუსტად გამოხატული ვირუსმატარებლების გამოვლენა და იზოლირება. ეს გარდამტეხი იქნება ეპიდემიის გავრცელების შესამცირებლად და ჰოსპიტალური პიკების პრევენციისთვის. უკვე ბევრი სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ტესტი შეიქმნა მსოფლიოში. კორეამ დაიწყო 10 წუთიანი ტესტების მასობრივი წარმოება კვირაში 300.000 რაოდენობით ექსპორტისთვის. ასევე აშშ, ჩინეთი, ინგლისი და სხვა ქვეყნები დიდი მოცულობებით აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის სწრაფ ტესტს. მალე მათი შეძენა ინტერნეტითაც იქნება შესაძლებელი.. ამიტომ, ახლა უნდა მოხერხდეს სასწრაფოდ მათი შემოტანა და აქტიურად გამოყენება. ამ პროცესის გაჭიანურება სხვადასხვა მიზეზით, არ შეიძლება. და რაც ხარისხს და საიმედოობას შეეხება, ასეთი ტესტების სიის ოფიციალურად გამოქვეყნება ძალიან ადვილია...", - წერს გიგი წერეთელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს