მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გადააკეთოს თავის მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო, ურეკში მდებარე „პარაგრაფის“ სასტუმრო ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო სივრცედ გადააკეთოს.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ანალოგიური ნაბიჯი ესპანეთის მთავრობამ უკვე მიიღო, როდესაც სასტუმროები და ტურისტული ობიექტები საავადმყოფოდ გადაკეთდა.

„მე ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც საქართველოში მაქვს, ემიგრანტებისთვის გადავეცი, კარანტინისთვის ისევე, როგორც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში, მთავრობამ - სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ. გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ადამიანიდან, 9 გამოჯანმრთელებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო