შს მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომები არც ერთ პოლიციელს არ აღენიშნება

საქართველოს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ ეტაპზე არც ერთ პოლიციელს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება. მისივე თქმით, სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად მოწმდება.

„ჯანდაცვის სამინისტროდან გვაქვს რეკომენდაციები, სამართალდამცველების აღჭურვასთან დაკავშირებით. უნდა ეკეთოთ ხელთათმანი, პირბადე, ახლო კონტაქტის შემთხვევაში სათვალე და ა.შ. ხორციელდება მათი მუდმივი შემოწმება, ვუზომავთ სიცხეს და თუ რაიმე ნიშნები აქვს, ვუშვებთ ან თვითიზოლაციაში ექიმების ზედამხედველობით, ან ღმერთმა დაგვიფაროს, თუ უფრო მძიმე შემთხვევა იქნება, საავადმყოფოში,“ - განაცხადა გომელაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს