ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - აშშ, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის გლობალურ ეპიცენტრად იქცეს

შეერთებული შტატები, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის გლობალურ ეპიცენტრად იქცეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფი ტემპით მატულობს.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, აშშ კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი გახდეს, მარგარეტ ჰარისმა უპასუხა, რომ ქვეყანას „ამის პოტენციალი აქვს.“

„ჩვენ ვხედავთ შემთხვევების სწრაფ მატებას შეერთებულ შტატებში, ასე რომ, მას ამის პოტენციალი აქვს“, - განაცხადა „ჯანმო“-ს პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ევროპასა და აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 85 პროცენტით გაიზარდა, აქედან კი 40 პროცენტი აშშ-ში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ვირუსით ჯამში 42 000 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 559-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა