გიორგი ვაშაძე -  დღეს ხელისუფლებამ აღიარა, რომ სწრაფი ტესტები არის აუცილებელი და ამ აღიარებისთვის მინდა მადლობა ვუთხრა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

დღეს ხელისუფლებამ აღიარა, რომ სწრაფი ტესტები არის აუცილებელი და ამ აღიარებისთვის მინდა მადლობა ვუთხრა მათ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ჩამოიტანონ ბევრი ტესტი, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ფართო მასებისთვის.

„დღეს ხელისუფლებამ აღიარა, რომ სწრაფი ტესტები არის აუცილებელი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ აღიარებისთვის მინდა მადლობა ვუთხრა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ახლა მთავარია ჩამოვიტანოთ ბევრი და რაც შეიძლება გამართული იყოს ალგორითმი და ლოგისტიკა, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს ფართო მასებისთვის, რათა მასიური ტესტირება და დიაგნოსტიკა დაიწყოს ქვეყანაში“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო