გიორგი ვაშაძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, გამოდით და უფრო დამაჯერებლად უთხარით ხალხს, რა კონკრეტული გეგმა გაქვთ  ლარის გამყარებასთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, გამოდით და უფრო დამაჯერებლად უთხარით ხალხს მოქმედების რა კონკრეტული გეგმა გაქვთ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ხელისუფლებას იმ სტრატეგიის გამოყენება შესთავაზა, რაც 2008 წლის ომის პერიოდში წინა ხელისუფლებამ ლარის კურსთან მიმართებაში გამოიყენა.

მისივე შეფასებით, ახლა ლარის კურსის გაუფასურება, გარკვეულწილად, პანიკური მოქმედების შედეგია.

„ნუ შევქმნით პანიკას. რაც ახლა ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, მართლაც არის პანიკური მოქმედება და რეაგირება არასწორ გადაწყვეტილებებზე. მარტო ლარის პრობლემა კი არ არის, მთელ მსოფლიოში ყველა ვალუტას აქვს პრობლემა. აქედან გამომდინარე, ახლა დოლარის ყიდვას დიდი აზრი შეიძლება არც ჰქონდეს, მაგრამ ამასთან ერთად, მე ყოველწუთიერად მიკავშირდებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და მინდა გავაჟღერო მათი მოსაზრებები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, გამოდით და უფრო დამაჯერებლად უთხარით ხალხს მოქმედების რა კონკრეტული გეგმა გაქვთ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, რათა დავამშვიდოთ მოსახლეობა და ეს არ იყოს კიდევ ერთი დამატებითი წნეხი ქართულ ეკონომიკაზე. ჩვენ გვჭირდება მწყობრი ალგორითმი ყველა ამ მიმართულების კუთხით. არსებობს 2008 წლის ომის დროს მოქმედების ალგორითმი და შეიძლება, ის ალგორითმი იქნეს გამოყენებული. გვახსოვს, რომ მაშინ ლარი ასე მძიმედ არ გაუფასურებულა. კი, ახლა დამატებითი ფაქტორები არის, რადგან პრობლემა მთელ მსოფლიოშია, მაგრამ სწორედ ის, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია, არ უნდა იწვევდეს ლარის ამხელა გაუფასურებას. მხოლოდ ლარი არ უნდა უფასურდებოდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება ბიზნესს და რას მეუბნებიან ისინი. ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ მაგალითად ფიქსირებულ კურსზე, სავალუტო გადახურდავების შეზღუდვაზე და ა შ. ყველა ამ საკითხის განხილვა შეიძლება, მაგრამ ასე ამოგლეჯილად არც ერთი მიდგომა არ არის მისაღები. ბიზნეს -სექტორსაც მოვუწოდებ, იყავით უფრო აქტიური. ეკონომიკას ქმნით თქვენ და თქვენს აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დაუკავშირდით ხელისუფლებას, დასხედით მათთან სასაუბროდ, თქვენი მოსაზრებები თქვით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ლარის გამყარებაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა