მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული.

მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური, მისი კვლევები გაგრძელდება და მისი პროგნოზული მდგომარეობა 48 საათიანი კვლევების დინამიკით შეფასდება.

„დილის შემდეგ გაიზარდა ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა, დილით იყო 66 და ამ დროისთვის არის 70 პაციენტი. აქედან 1 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული და 3 სხვა კლინიკაში. ჯამში ჩვენს კლინიკაში ამჟამად 33 პაციენტია. დაემატა ერთი პაციენტი, რომელმაც დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე 9 გაწერილი პაციენტი გვყავს.

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი, მისი კვლევები გაგრძელდება და 48 საათიანი კვლევების დინამიკით შევაფასებთ შემდგომში მის პროგნოზულ მდგომარეობას. ამჟამად უცვლელია და კვლავ მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა ,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. ინფორმაციისთვის, 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს