მარინა ეზუგბაია - ერთ-ერთ პაციენტს კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრა, თუმცა ამ დროს, როგორც ვიცი, ჯანმრთელი იყო - ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილი ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთი ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი სამი - მარნეულს.

„დღეს დილიდან კვლევა ჩაუტარდა 12 პაციენტს. როგორც გითხარით, აქედან 1 დადასტურდა, ხოლო 11 პასუხი იყო ნეგატიური. ახლა აღებულია დაახლოებით ამდენივე ტესტირება და დილას მოგახსენებთ პასუხებს,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს კოლეგებთან შეხვედრა ჰქონდა, თუმცა როგორც ეზუგბაია აცხადებს, ამ შეხვედრის დროს პაციენტი ჯანმრთელი იყო.

„ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრის დროს, როგორც ვიცი, ჯანმრთელი იყო. როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის მერე გამოუვლინდა კლინიკური ნიშნები. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ამ პირთან არსებული კონტაქტების მოკვლევა გაგრძელდება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პირველადი ტესტირების შედეგად ნეგატიური ან სუსტი დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა