დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

ახალი კორონავირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წამომადგენელთან მურთაზ ბოდაველთან და საკრებულოს დეპუტატთან ნუკრი უნდილაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზურაბ სეხნიაშვილმა სოფელ პირმისაანთკარის, ვარსიმაანთკარის, ჩირდილელიანთკარის, გრიგოლაანთკარის, ჩუბიანიანთკარის და ბაზალეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის და მათთან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულია შესაბამისი შეზღუდვები ტრანსპორტის, თავშეყრის ადგილების და საჯარო დაწესებულებების მიმართულებით. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, დღევანდელი მდგომარეობით მათი რაოდენობა 17-ს შეადგენს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მონიტორინგში და გადაუდებელი საჭიროებისას მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების მონაწილეობით. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა