euractiv.com-ი საქართველოზე - ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური  ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის

საქართველოს გამძვინვარებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა euractiv.com-ი აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 26 თებერვალს პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 61 დადასტურებული შემთხვევა გააჩნდა 23 მარტის მდგომარეობით. სავალდებულო კარანტინში 3320 ადამიანია მოთავსებული და ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის.

„შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა და 22 მარტისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული შემთხვევა გააჩნია. „ეს ალბათ ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებული კოჰორტისა და გამძლეობის კარგი უნარის დამსახურებაა“, - წერდა ანალიტიკური ცენტრის Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარი თომას დე ვაალი ქვეყნის რეაგირების პროგრამის დადებითად შეფასებისას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების ქართველმა ექსპერტმა ზურაბ თათანაშვილმა Eurasianet-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ „საჭესთან პროფესიონალების დაყენება ალბათ ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რაც ოდესმე მიუღია ამ მთავრობას“. ანალიტიკური ცენტრის GEOCASE-ის მკვლევარმა ლიკა ჭიპაშვილმა Euradio-ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვირუსი ძალიან ნელა გავრცელდა საქართველოში. „სავარაუდოდ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის“,-ნათქვამია სტატიაში.

ასევე სტატიაში ის ღონისძიებებია მოყვანილი მაგალითად, რომელსაც საქართველომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმართა.

„საქართველომ ჩინეთთან ფრენები იანვრის დასაწყისში გააუქმა და მკაცრი ზომები მიიღო აეროპორტებში ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა შესამოწმებლად. ბაღები დაიკეტა 2 მარტს, ხოლო სკოლები და უნივერსიტეტები - 1-ელ აპრილამდე. თუმცა, სავაჭრო ცენტრების მსგავსი საჯარო სივრცეების დაკეტვა შედარებით მოგვიანებით მოხდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მაღაზიების დაკეტვის შესახებ ინფორმაცია 19 მარტს გამოაცხადა. მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, გაზ-გასამართ სადგურებს, ფოსტასა და ბანკებს აქვთ ფუნქციონირების უფლება. 20 მარტს საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველომ სავალდებულო საკარანტინო ზონები დააწესა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან და ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მოათავსა“,-წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებებია მოყვანილი.

„საქართველოს ყველა მოქალაქე დაექვემდებარება კარანტინს, რადგან ყოველი ადამიანის უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ბრძანა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

21 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „არა-ექსტრემალურად“ მოხსენიებული საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის დაწესების გარეშე. მკაცრი ზომების დაწესება გუშინაც გაგრძელდა, როდესაც მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის რკინიგზა, 24 მარტიდან დროებით წყვეტდა მუშაობას. ორშაბათს (23 მარტს) ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს 158 000 ადგილობრივი მაცხოვრებლით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონია რელიგიურ ღონისძიებაზე ყოფნისას. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ხალხი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად წირვების გაგრძელებისთვის აკრიტიკებდა“,-წერს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო