ევროკავშირში ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა ჩრდილო მაკედონიასთან და ალბანეთთან, გაწევრიანების საკითხზე, მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დღეს პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს გაწევრიანების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. გულწრფელად ვულოცავ ორივე ქვეყანას. ეს არის ნათელი გზავნილი დასავლეთ ბალკანელებისთვის, რომ თქვენი მომავალი ევროკავშირშია“, - დაწერა ევროკომისარმა "ტვიტერზე".

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხორვატია კი აცხადებს, რომ ეს „ამ ორი ქვეყნის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების აღიარებაა“.

შეგახსენებთ, ევროკავშირში ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებას საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2019 წლის ოქტომბერში ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა, გასულ თვეში კი განაცხადა, რომ მარტში ევროკომისიის მხრიდან პოზიტიური შეფასების შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას დასაშვებად მიიჩნევდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო