იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 743 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების რაოდენობამ ორდღიანი კლების შემდეგ, კვლავ მოიმატა და ბოლო 24 საათში 743 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარად, გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 6820 ადამიანს შეადგენს.

„გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 894 ადამიანით მოიმატა და 8326 შეადგინა“, - განაცხადა ბორელიმ, რაც, მისი თქმით, ორშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, ორმაგი ზრდაა.

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 54030 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო