ქეთევან ციხელაშვილი - ნებისმიერი შეურაცხმყოფელი განცხადება ეთნიკური, კუთხური თუ კულტურული თავისებურებების ნიშნით არის სრულიად მიუღებელი -  ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოსახლეობას სოციალურ ქსელში თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური თუ კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ციხელაშვილის განცხადებით, ახლაა სწორედ ის დრო, „როდესაც ჩვენი ერთიანობით, ურთიერთგაგებით, ერთმანეთის მხარდაჭერით და თანადგომით უნდა გავუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას.“

„დღეს COVID-19-ის უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, საქართველოს ყველა რეგიონში, იქნება ეს მარნეული, ბოლნისი, ჩემთვის მშობლიური დმანისი და ქუთაისი თუ სხვა, თანაბრად პრიორიტეტულია. ახლა თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა, ძალისხმევა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გადამწყვეტი. ყველანი თანასწორნი ვართ.

ამიტომ, სოციალურ ქსელში თუ სხვა სივრცეში ნებისმიერი კომენტარი, მინიშნება ან მითუფრო, შეურაცხმყოფელი განცხადება ეთნიკური, კუთხური თუ კულტურული თავისებურებების ნიშნით არის სრულიად მიუღებელი. ახლაა სწორედ ის დრო, როდესაც ჩვენი ერთიანობით, ურთიერთგაგებით, ერთმანეთის მხარდაჭერით და თანადგომით უნდა გავუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას!,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს