გიორგი მარგველაშვილი - მარნეულში მომხდარმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში

მარნეულში მომხდარმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინო ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკარანტინო წესების დარღვევებმა ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და ზოგადად, მაჟორიტარული სისტემის სისუსტე წარმოაჩინა.

„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემა. მაჟორიტარების ფუნქცია არის არა ტენდერის გაფორმება და ახლობლის გამგეობაში მოწყობა, არამედ - გლობალური პროცესების თაობაზე საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირება. შეხედეთ, რა ხდება ამერიკის ნებისმიერ შტატში. ყველა შტატის გუბერნატორი, ყველა შტატის სენატორი ელაპარაკება თავის შტატს. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ შეგვიძლია მაჟორიტარული სისტემა წითლად შევღებოთ და გადავაგდოთ მტკვარში, ან რომელიმე სხვა წყალსაცავში,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო