სსე-ის დისპეტჩერები ოფისიდან გაუსვლელად მუშაობენ

23 მარტიდან ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერები ორი კვირის განმავლობაში, ოფისიდან გაუსვლელად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა და თითოეული მისი მოქალაქე, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ქვეყანას გამართულ ფუნქციონირებაში.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. სსე-ის სათავო ოფისში განთავსებულია ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ენერგოსისტემაში მომუშავე, მოხმარებისა და გენერაციის ყველა ობიექტს.

სწორედ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უწყვეტი და უსაფრთხო ენერგომომარაგება. ამ ყველაფრის უკან კი სსე-ის დისპეტჩერები დგანან, რომლებიც რთულ ვითარებაში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ენერგეტიკული სისტემა გამართული იყოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა