"ჰუალინგ ჯგუფმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა

სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჰუალინგ ჯგუფიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, კომპანიამ 6 მარტს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს, სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა.

"დღეს, საქართველო და მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის აუცილებლობას განაპირობებს. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა ძალიან ეფექტიან ზომებს მიმართავს. მიგვაჩნია, რომ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, თითოეულმა ჩვენთაგანმაც, შევიტანოთ წვლილი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, - განაცხადეს "ჰუალინგ ჯგუფში". "ჰუალინგ ჯგუფი", კიდევ ერთხელ, მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაერთოს ვირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების პროცესში, რათა ქვეყანამ დროულად შეძლოს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა და ყოველდღიური ცხოვრება დაუბრუნდეს მშვიდ კალაპოტს.

ჰუალინგ ჯგუფი გისურვებთ ჯანმრთელობას !"- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს