არჩილ თალაკვაძე - როგორც კი საჭიროება იქნება, საყოველთაო თვითიზოლაციის და საყოველთაო კარანტინისთვისაც მზად ვართ

ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციის, შესაბამისი ზომები მიღებულია, თუმცა თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველო სწორად მართავს სიტუაციას და ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას. თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს, რადგან მსოფლიოში გრძელდება პანდემია.

„თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა და ზუსტად იმ ამოცანებისთვის, რომელიც იმ მომენტში დგას, ვინაიდან ჩვენთვის არანაკლებ კრიტიკულია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან იზღუდება და მცირდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურ ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესრულებისკენ და სოციალური დისტანცირებისკენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო