ადამ კინზინგერმა და  არჩილ თალაკვაძემ კორონავირუსის თაობაზე ისაუბრეს

რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვეიტერზე" ინფორმაციას კონგრესმენი აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძესთან კორონავირუსთან დაკავშირებით ჰქონდა კომუნიკაცია, ასევე განიხილეს ეკონომიკური გამოწვევები.

"შესანიშნავი სატელეფონო ზარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. ასევე ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ. ჩვენი მეგობრობა და კავშირი ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის",-წერს კინზინგერი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.მათგან 9 გამოჯანმრთელებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა