ნიუ-იორკის გუბერნატორი - კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება, დახმარება გვჭირდება

პიკი უფრო მაღალია, ვიდრე გვეგონა და იმაზე მალე მივაღწევთ, ვიდრე ვფიქრობდით, კორონავრუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება,- ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ განაცხადა.

მისივე თქმით, ფედერალური მთავრობა კრიზისთან გასამკლავებლად საჭირო რაოდენობის დამცავ აღჭურვილობას არ აგზავნის.

„ჩვენ გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება და გვჭირდება ახლავე. ნიუ-იორკი არის აირწინაღი ქვანახშირის მაღაროში, ის რაც ახლა ჩვენთან ხდება, მოხდება კალიფორნიასა და ილინოისშიც, ეს უბრალოდ დროის ამბავია,“- განაცხადა ენდრიუ ქუომომ.

მისივე თქმით, ფედერალურმა მთავრობამ შტატს, სადაც 26 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული მხოლოდ 400 სასუნთქი აპარატი გაუგზავნა. ჯამში კი ნიუ-იორკს 7 000 სასუნთქი აპარატი აქვს, თუმცა 30 000 სჭირდება.

„ადამიანის სიცოცხლეს დოლარებში ვერ შევაფასებ. მე, ისევე როგორც თქვენ, გადასაგდები დედა არ მყავს,“- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 26 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 210-ია.

იხილეთ ვიდეო: ნიუ-იორკის გუბერნატორი - კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება, დახმარება გვჭირდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა