მოზამბიკაში, სატვირთო ავტომობილში 64 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

მოზამბიკაში, სატვირთო ავტომობილის კონტეინერში 64 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სატვირთოში, გარდაცვლილებთან ერთად, 14 ცოცხალი ადამიანიც იყო, რომლებიც საავადმოფოებში არიან გადაყვანილები.

ადგილობრივი საემიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ კონტეინერზე მყოფი 78-ვე ადამიანი ეთიოპიელი მიგრანტი იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკაში აპირებდნენ გადასვლას.

სატვირთო ავტომობილი ტეტეს პროვინციის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა და პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერეს.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული: სატვირთოს მძღოლი და შუამავალი, რომელმაც მას მიგრანტების გადაყვანა სთხოვა და სანაცვლოდ 500 აშშ დოლარი შესთავაზა.

წინასწარი ინფორმაციით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი ასპიქსიაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა