ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსზე - ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით „ისტერიისა და შიშის“ გაღვივებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

„რასაც მსოფლიოში ვხედავთ, ისაა, რომ რისკ ჯგუფს 60 წლის ზემოთ პირები განეკუთვნებიან და რატომ იხურება სკოლები?“- განაცხადა ბოლსონარუმ სატელევიზიო მიმართვის დროს.

მისივე თქმით, ვირუსი მალე გადაივლის და აუცილებელია სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ,“- განაცხადა ბოლსონარუმ.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 201 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46-ია.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსზე - ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა