BTU-ს ბიზნეს კლინიკა ონლაინ კონსულტაციებს უსასყიდლოდ ჩაატარებს

ქვეყანაში შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოწვევების წინაშე მდგარი მცირე და საშუალო ბიზნესი, სტარტაპები, ბიზნეს კლინიკისგან სრულიად უსასყიდლოდ, ონლაინ კონსულტაციებს მიიღებენ. კონსულტაციები გაიმართება კვირაში ერთხელ და მას უხელმძღვანელებს მსხვილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება BTU-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისგან, მეწარმეობის ადგილობრივი და ბრიტანელი ექსპერტებისგან და ეკოსისტემის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მომსახურების ფარგლებში, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია შემდეგ საკითხებში:

  • ბიზნესპროცესების გაციფრულება, დისტანციური სერვისების შეთავაზება;
  • სტარტაპის მართვის სტრატეგიული დაგეგმვა;
  • სტარტაპის ბიზნესმოდელის დაგეგმვა, ფინანსური მოდელის დაგეგმვა;
  • მეწარმის წვდომა ფინანსებთან, ფინანსირების ალტერნატიული გზები;
  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები;
  • სხვა აქტუალური საკითხები სტარტაპის ყოველდღიურ საქმიანობაში;

BTU-ს ონლაინ ბიზნეს კლინიკა მეწარმეობის ცენტრის ერთეულია და ბრიტანულ მხარესთან პარტნიორობით, ის დაფუძნდა საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერის მისიის საპასუხოდ. კლინიკა ფუნქციონირებს მეწარმეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის და მხარდაჭერის მიზნით. მსურველ ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა