ესპანეთი ნატო-ს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს

ესპანეთის ნატო-ს დახმარებას სთხოვს. მადრიდმა ალიანსს კორონავირუსთან ბრძოლის დროს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით მიმართა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის დამცავი ნიღბების ნაკლებობა აქვთ.

“ეს ურთულესი კვირა იქნება, რადგან ჩვენ ვირუსთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ და ეპიდემიის პიკს ვუახლოვდებით“,-აღნიშნა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ იამ.

ცნობისთვის, ესპანეთი ნატო-ს 450 000 რესპირატორულ მოწყობილობას, 500 000 სწრაფი ტესტს და 1.5. მილიონ დამცავ ნიღაბს სთხოვს.

ცნობისთვის, worldometers-ის მონაცამებით, ესპანეთში კორონავირუსის 42 000 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთი ნატო-ს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს