მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას პნევმონიასთან ერთად სეფსისიც დაუდგინდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, პროგნოზის გაკეთება რთულია.

„ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელზეც მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არის რისკის შემცველი პაციენტი თავისი ასაკის, თანარსებული დაავადების-ნევროლოგიური და მძიმე დაავადების და პარალელურ რეჟიმში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გამო. დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პლევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიანოზიც დასტურდება. შესაბამისად, წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგების და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს