„ჯორჯიან ეარვეისის“ გენდირექტორი - ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი, მათ შორის ბიზნეს კლასის შემთხვევაშიც 199 ევრო იქნება

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, რომ ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი, მათ შორის ბიზნეს კლასის შემთხვევაშიც 199 ევრო იქნება. ამის შესახებ ავიაკომპანიის დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“ ვენისა და ამსტერდამის სპეცრეისებთან დაკავშირებით განუცხადა, რომლებიც 26 და 31 მარტსაა დანიშნული და ბილეთების გაყიდვა 24 მარტიდან დაიწყო.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდზე ვენის ჩარტერულ რეისზე ბიზნეს კლასის ბილეთის ფასად 658 ევროა მითითებული, ეკონომ კლასის ბილეთები კი გაყიდვაში აღარაა, ავიაკომპანიის დირექტორის თქმით, ცვლილება ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დაფიქსირდება და ფასი 199 ევრო იქნება.

„ვენა-თბილისი და ამსტერდამი თბილისის-ჩარტერებზე 199 ევრო იქნება ყველა ბილეთის ფასი, ბიზნეს კლასის ჩათვლით. პარამეტრებს დღეს შევცვლით“,-აღნიშნავს ბოკერია.

ამასთან, როგორც ავიაკომპანიის დირექტორი აცხადებს, ვენის და ამსტერდამის სპეცრეისებით საქართველოში ჯამში 360 მოქალაქე დაბრუნდება.

„ორივე რეისზე თავიდან დაკომპლექტება იმ მგზავრებით, რომლებმაც უკვე იყიდეს ბილეთები და გაუქმებული რეისებით უნდა ჩამოფრენილიყვნენ. დარჩენილი ბილეთები ჩაეშვება თავისუფალ გაყიდვაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვას ველოდებით რომ დარჩენილი ბილეთები გაიყიდოს”,-აღიშნავს ბოკერია.

ცნობისთვის, ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ბილეთების შეძენა ხდება, ვენის ჩარტერულ რეისზე მითითებულია, რომ მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთებია დარჩენილი და მისი ღირებულება 658 ევროა (2352 ლარი).

შეგახსენებთ იმასაც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ ჩარტერული რეისების განრიგი წარადგინა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს