მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება, ორის - აშშ-ს

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო ორის - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და მათ შორის, სამი ახალი, იმპორტირებულია.

„ჩვენთან ვინც წევს, ყველა შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით, არ ვიცი როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ კრიტერიუმი, დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. ყველა პაციენტი ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ იყო თვითიზოლაციაში. ნებისმიერის მდგომარეობა მართულია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ეპდემიოლოგიური კონტაქტების გამოკვლევას. მოხდება ყველა კონტაქტის გამოკვლევა და გადწყვეტილებების მიღება მოხდება შესაბამისად“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 73 შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება, ორის - აშშ-ს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს