საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს

დღეს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ავტოკეფალიის დაკარგვა 1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ხელმოწერილ მანიფესტს მოჰყვა, რომლითაც გაუქმდა ჯერ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, შემდგომ, 1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.

„ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა - 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა. 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო