გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - რეგიონებში წყლის ხარისხი სპეციალურად შემუშავებული გრაფიკით, მობილური ლაბორატორიების მეშვეობით მუდმივად კონტროლდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წყლის ხარისხს სპეციალურად შემუშავებული გრაფიკით, რეგიონული მობილური ლაბორატორიების მეშვეობით აკონტროლებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საკონტროლო წერტილების შერჩევა და სინჯების აღება სათავეებზე, ცენტრალურ მაგისტრალსა და გამანაწილებელ ქსელზე ხორციელდება და კონტროლდება ძირითადად იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც წყლის ქიმიურ უვნებლობას და ეპიდემიურ უსაფრთხოებას განაპირობებს.

“გარდა ამისა, საათობრივ რეჟიმში მიმდინარეობს ნარჩენი ქლორის კონტროლი სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებზე. კომპანია აღნიშნულ მონაცემებს აგროვებს, ამუშავებს და გადასცემს კომპანიის 24 საათიან ცხელ ხაზს. დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის”, - ნათქვამი ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა