ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წლის ქალი, რომელთანაც ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობა გამოიხატა, ინტენსიური განყოფილებიდან რეანიმაციულში გადადის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული 80 წლის ქალი, რომელსაც ორმხრივი მწვავე პნევმონია აქვს, მისივე უსაფრთხოების მიზნით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.

ამასთან, როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტებიდან ყველას პაუხი უარყოფითი მოვიდა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 12 გვაქვს. ერთი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ ვიტალური(სასიცოცხლო) პარამეტრები შეარჩუნებულია. დაარჩენი 12-ის მდგომარეობა ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით უარყოფითი დინამიკის გარეშეა, თუ არ ჩავთვლთ 80 წლის ქალბატონს, რომელთანაც ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობა გამოიხატა და ინტენსიური განყოფილებიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ადის. რაც შეეხება სხვა პაცენტების მდგმარეობას, ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც დღეს ლუგარიდან მივიღეთ, ყველა შემთხვევა მოვიდა უარყოფითი. რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე განმარტებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისათვის კრიტიკული რჩება, მაგრამ ვიტალური(სასიცოცხლო) პარამეტრების შენარჩუნებას ახერხებენ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა 9 დღის ბავშვს დაინფიცირეულ 62 წლის ქალთან კონტაქტი, ლევან რატიანი პასუხობს, რომ ის რეანიმატოლოგია და არა ეპიდემილოგი და ამაზე პასუხი მის კომპეტენციას ცდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა