ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა რელიგიურ კომპლექსზე თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა რელიგიურ კომპლექსზე თავდასხმა განახორციელეს, რაც უსაფრთხოების ძალებთან შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ადამიანთა ჯგუფი შენობის შიგნით რჩება და უსაფრთხოების ძალები მათ გამოყვანას ცდილობენ.

„ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

მედიის ცნობით, რამდენიმე თავდამსხმელი მოკლულია და ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, კიდევ იმყოფება თუ არა ზოგიერთი მათგანი შენობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო