ბოლნისსა და მარნეულს დღეს დეზინფექცია ჩაუტარდება

დღეს ბოლნისსა და მარნეულს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის საშუალებით დეზინფექცია ჩაუტარდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში, რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იქნას აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა. აქვე გეტყვით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა დღეიდან უკვე დაიწყებს დეზინფექციის ღონისძიებებს და მოხდება მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების დეზინფექცია, ასევე, ისეთი ადგილებიც, რომელიც საზოგადოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რომლებიც მარნეულსა და ბოლნისში, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის აუცილებელი სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

„აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეს, რომელიც დღეს აქტიურად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში და გეტყვით, რომ ყველა ადამიანს ბოლნისისა და მარნეულის რაიონში, ვისაც დახმარება სჭირდება, სურსათ-სანოვაგე ან ნებისმიერი სხვა საშუალება მიეწოდება მოხალისეების მეშვეობით,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა