პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივი კატეგორია 2 წლიდან იწყება და 82 წლის ჩათვლითაა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური - 82, ხოლო მინიმალური - 2 წელი“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10 ; კარანტინის რეჟიმში იმყოფება- 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია